ახალი ალფრედო View larger

ალფრედო

30

საშუალო

ფავორიტებში დამატება

  • კარაქი - 4 ს/კ
  • ქათმის ფილე - 1 1/2 ცალი
  • მარილი
  • ხმელი ორეგანო
  • პილპილი
  • ნიორი - 4 კბილი
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • რძე - 2 ჭიქა
  • ხმელი ბაზილიკი - 1/2 ჩ/კ
  • პარმეზანი, გახეხილი - 1/2 ჭიქა
  • მოხარშული მაკარონი - 1 შეკვრა
  • ოხრახუში - მოსაყრელად

მომზადება:

დაჭერით ქათმის ფილე კუბიკებად, გაადნეთ ტაფაზე 2 ს/კ კარაქი, დაყარეთ დაჭრილი ფილე, დაუმატეთ მარილი, პილპილი და ორეგანო და თუშეთ ხორცის დარბილებამდე. გადაიტანეთ ქათამი ცალკე ჯამში, ხოლო იგივე ტაფაში გაადნეთ კიდევ 2 ს/კ კარაქი, მოხრაკეთ დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ 3 ს/კ ფქვილი, აურიეთ, მოთუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში, დაასხით რძე, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ორეგანო და ბაზილიკი, თუშეთ გასქელებამდე. ბოლოს დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2 წუთი. 

მოასხით მიღებული სოუსი მოხარშულ მაკარონს, აურიეთ და სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი

შეფასების დატოვება

ალფრედო

ალფრედო

შეფასების დატოვება

მსგავსი კერძები

სიახლეების მიღება

Tellus aodio consequat seo.