- ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი ან კრეკერი - 200 გ
- დარბილებული კარაქი - 115 გ
- შაქარი - 30 გ
- ვანილი
- გულსართისთვის
- ხაჭო - 450 გ
- ნაღები 32% -36% - 100 მლ
- შაქარი - 180 გ
- კვერცხი - 2
- ფქვილი - 3 ს.კ
- ლიმონის წვენი - 1 ს.კ
- ჟოლო - 200 გ
- ჟოლოს ჯემი - 2 ს.კ
მომზადების წესები:
კრეკერები დაფხვენით, შეურიეთ შაქარი, კარაქი და ვანილი. ჩატკეპნეთ ფორმის ძირზე და შედგით საყინულეში.
ამასობაში ათქვიფეთ ხაჭო, ნაღები და შაქარი, დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, ვანილი, ლიმონის წვენი.
ფორმაში, ჩიზქეიქის გაცივებულ ძირზე გაანაწილეთ ჟოლო, დაასხით ხაჭოს კრემი. ზემოდან დაადეთ ჯემი და ჩხირით ან დანის წვერით მარმარილოს ეფექტით მოხატეთ. შედგით გამოსაცხობად 180 გრადუსზე 30-35 წუთი. ამის შემდეგ, გამორთულ ღუმელში დატოვეთ კიდევ 30 წუთი. შემდეგ გააგრილეთ და მაცივარში შეინახეთ.
ბოლომდე გაციებული ჩიზქეიქი მორთეთ კენკრით და დაჭერით