ახალი სოკოს კრემ სუპი View larger

სოკოს კრემ სუპი

30

მარტივი

ფავორიტებში დამატება

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ქამა სოკო
  • 500 გრ კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ლ წყალი
  • 200 მლ ნაღები 
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

ხახვი, სტაფილო და კარტოფილი წვრილ კუბებად დაჭერით. ქვაბში, სადაც წვნიანი მოიხარშება, ცოტა მცენარეული ზეთი ჩაასხით. შემდეგ მასში ხახვი მოთუშეთ. სტაფილო დაუმატეთ და კიდევ 1 წუთით თუშეთ. თან მუდმივად ურიეთ.  დაუმატეთ კარტოფილი და კიდევ 2 წუთით თუშეთ. ზეთის დამატება საჭირო არაა.  ცალკე 2 ლ წყალი აადუღეთ და შემდეგ ბოსტნეული დაუმატეთ. დაფნის ფოთოლი ჩადეთ და წვნიანი ბოსტნეულის დარბილებამდე ხარშეთ, დაახლოებით 15 წუთი წყლის ადუღების შემდეგ.  სანამ წვნიანი იხარშება, ქამა სოკო მოამზადეთ. სოკო გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილ კუბებად დაჭერით. მცენარეულ ზეთში სითხის გამოსვლამდე შეწვით, ბოლოს მარილი და შავი წიწაკა დაუმატეთ. ბოსტნეულის ქვაბიდან დაფნის ფოთოლი ამოიღეთ და წვნიანი ხელის ბლენდერით პიურედ გადააქციეთ. შემწვარი სოკო დაუმატეთ და კარგად აურიეთ. წვნიანს ნაღები დაუმატეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. გაზი გამორთეთ და წვნიანს ოდნავ გაგრილება აცადეთ, დაახლოებით 10 წუთი. წვნიანი მზადაა! სუფრაზე გატანის წინ შეგიძლიათ სუხარით, მწვანილით ან ყველის კუბებით მორთოთ. ისიამოვნეთ!

მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი

შეფასების დატოვება

სოკოს კრემ სუპი

სოკოს კრემ სუპი

შეფასების დატოვება

მსგავსი კერძები

სიახლეების მიღება

Tellus aodio consequat seo.