ახალი ბადრიჯნის სალათა View larger

ბადრიჯნის სალათა

60

მარტივი

ფავორიტებში დამატება

ბადრიჯნის სალათი
ბადრიჯანი გარეცხეთ, გათალეთ, მრგვალ-მრგვალ ნაჭრებად დაჭერით და მდუარე წყლით დამდუღრეთ. მწიფე პამიდორი ნაჭრებად დაჭერით, მოხარშეთ და საცერში გაატარეთ. გაფრცქვნილი, გარეცხილი ხახვი მრგვლად დაჭერით, მიუმათეთ მცენარეული ზეთი და ხუთი-ექვსი წუთი ცეცხლზე გააჩერეთ. მწვანე ტკბილ წიწაკას თესლი მოაცილეთ, გადაასხით ცხელი წყალი და მერე თხელ, მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. პამიდორის პიურე, ზეთიანი ხახვი, დაჭრილი წიწაკა მიუმატეთ ბადრიჯანს, უყავით მარილი, ხარშეთ, სანამ აღნიშნული ყველა პროდუქტი კარგად არ დარბილდება, მერე გააცივეთ და სუფრაზე ისე მიიტანეთ.
მასალა:
ბადრიჯანი.................................1 კილოგრამი
პამიდორი...................................250 გრამი
ხახვი............................................250 გრამი
ზეთი...........................................100 გრამი
მწვანე ტკბილი წიწაკა.................1 ცალი
მარილი..........................................გემოვნებით.

მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი

შეფასების დატოვება

ბადრიჯნის სალათა

ბადრიჯნის სალათა

შეფასების დატოვება

მსგავსი კერძები

სიახლეების მიღება

Tellus aodio consequat seo.