ახალი სტაფილოს ნამცხვარი View larger

სტაფილოს ნამცხვარი

40

მარტივი

ფავორიტებში დამატება

150 გრ  კარაქი,150 გრ შაქარი, 3 კვერცხი, 200 გრ ფქვილი,1 ჩ. კ სოდა, 1/2 ჩ.კ მარილი ,1 ჩ.კ დაფქული დარიჩინი, 1/2 ჩ.კ გახეხილი ჯავზი, 200 გრ სტაფილო, 

50 გრ ფისტა.

კრემისთვის: 200 გრ  კარაქი, 400 გრ შაქარი, 2 ჩ.კ დაფქული ილი, 2 ფორთოხლის ცედრა, 2-3 ს.კ რძე

დიდ თასში ავთქვიფოთ გამდნარი კარაქი, შაქარი და კვერცხი, სანამ არ გახდება ფაფუკი და გაორმაგდება მოცულობით. ცალკე აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, სოდა, მარილი, დარიჩინი, ჯავზი და ნელ-ნელა შეურიეთ მიღებული მასები ერთმანეთს. 

შემდეგ დაამატეთ გახეხილი სტაფილო და დაჭრილი ფისტა, კარგად აურიეთ. საბოლოოდ  გაანაწილეთ ორ ცხიმწასმულ ფორმაში.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში.

ამასობაში,  კარაქი მიქსერით ათქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება მსუბუქი და ფაფუკი. დაამატეთ შაქარი, ილი და ფორთოხლის ცედრა და კვლავ ათქვიფეთ. Ბოლოს დაამატეთ რძე.

პირველი ნამცხვარის ფირფიტას ზემოდან წაუსვით ნახევარი კრემი, დაადეთ მეორე ნამცხვრის ფირფიტა და წაუსვით დარჩენილი მასა. 

მოაყარეთ ფისტა და სტაფილოს უგემრიელესი ნამცხვარიც მზად არის!

მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი

შეფასების დატოვება

სტაფილოს ნამცხვარი

სტაფილოს ნამცხვარი

შეფასების დატოვება

მსგავსი კერძები

სიახლეების მიღება

Tellus aodio consequat seo.