ახალი კრემ ბრულე View larger

კრემ ბრულე

60

მარტივი

ფავორიტებში დამატება

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხის გული
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 600 მლ ნაღები (30%-ზე მეტი)
  • 4 ს.კ. ყავისფერი შაქარი (კარამელის გარსისთვის)
  • 0.5 ჩაის კოვზი ვანილი

მომზადების წესი:

გაახურეთ გაზქურა 150 გრადუსზე. ათქვიფეთ კვერცხის გულები, დაუმატეთ 4 ს/კ შაქარი და
ვანილი. თქვიფეთ დაახლოებით 5 წთ.

ნაღები ჩაასხით პატარა ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე. ოდნავ რომ გაგრილდება, ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხს და კარგად ათქვიფეთ. თუ ზედაპირზე ქაფი გაჩნდება, კოვზით მოაცილეთ.
მიღებული მასა მოათავსეთ ორთქლის ქვაბზე და გააცხელეთ. გამუდმებით ურიეთ. როდესაც მასა საკმარისად გასქელდება, გადმოდგით და ფორმებში გადაიტანეთ. ფორმები შედგით გახურებულ გაზქურაში და აცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში.

მზა კრემ ბრულე კონსისტენციით ჟელეს უნდა ჰგავდეს. გაგრილების შემდეგ, შედგით მაცივარში 1 სთ-ის განმავლობაში (ან მთელი ღამით).

სუფრაზე მიტანის წინ გაუკეთეთ კარამელის გარსი. მოაყარეთ ზემოდან ყავისფერი შაქარი და ცეცხლით მოწვით. შაქარი დადნება, ოდნავ დაიწვება და გამყარდება.

მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი

შეფასების დატოვება

კრემ ბრულე

კრემ ბრულე

შეფასების დატოვება

მსგავსი კერძები

სიახლეების მიღება

Tellus aodio consequat seo.