ახალი ხახვის სუპი View larger

ხახვის სუპი

60

მარტივი

ფავორიტებში დამატება

ინგრედიენტები:

  • 60 გ კარაქი
  • 3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 600 მლ წყალი
  • 120 მლ მშრალი წითელი ღვინო
  • 300 გ ძროხის ხორცის ბულიონი
  • 240 გ დაჭრილი ყველი
  • 1 ცალი ფრანგული ბაგეტი, ცოტა კარაქი

მომზადების წესი:

კარაქი გავადნოთ 4 ლიტრის მოცულობის ქვაბში, დავაყაროთ ხახვი, შაქარი და მოვურიოთ.

დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვშუშოთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

დავუმატოთ ფქვილი და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.

შემდეგ დავასხათ ბულიონი, ღვინო და წყალი. მივიყვანოთ ადუღებამდე, რის შემდეგაც ცეცხლს დავუწიოთ, დავახუროთ სახურავი და 10 წუთი ვხარშოთ.

ბაგეტს მოვაჭრათ 2,5 სმ სისქის ოთხი ნაჭერი, წავუსვათ კარაქი და 165 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში დავბრაწოთ. დანარჩენი პური წვნიანთან ერთად ცალკე შეგვიძლია მივიტანოთ.

წვნიანი ჩავასხათ 4 ცეცხლგამძლე ჯამში, ზედ დავადოთ გახუხული პური და ყველის ნაჭრები.

ჯამები მოვათავსოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება.

მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი

შეფასების დატოვება

ხახვის სუპი

ხახვის სუპი

შეფასების დატოვება

მსგავსი კერძები

სიახლეების მიღება

Tellus aodio consequat seo.