ახალი ლიმონის ტარტი View larger

ლიმონის ტარტი

60

მარტივი

ფავორიტებში დამატება

ინგრედიენტები ცომისათვის: ფქვილი - 225 გრამი, 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა,  1/2 სუფრის კოვზი მარილი, 120 გრამი "ლურპაკის" კარაქი გაციებული და გახეხილი, კვერცხის გული - 1ცალი, 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი
 შიგთავსისთვის: 2 ცალი ლიმონის ცედრა, 6 ცალი ლიმონის წვენი, 50 მლ წყალი, 25 გრამი სიმინდის ფქვილი, 175 გრამი შაქრის პუდრა, 3 კვერცხის გული, "ლურპაკის" კარაქი 25 გრამი
მერინგასთვის: 4 კვერცხის ცილა, 275 გრამი შაქრის პუდრა, 2 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი
 ცომის მოსამზადებლად მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და "ლურპაკი" დიდ ჯამში. ხელით შეურიეთ სანამ მასა არ დანამცეცდება,დაამატეთ კვერცხის გული, წყალი და შეკარით ცომი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცომი ზედმეტად არ დაამუშაოთ. დააბრტყელეთ მზა მასა ხელის გულებით, შემოაკარით კულინარიული ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.  გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ 20-22 სმ დიამეტრის მქონე ტარტის ფორმაში, ამოავსეთ გვერდები.  ფორმაში მოთავსებული ცომი გააციეთ კიდევ 30 წუთის განმავლობაში.  მოთავსეთ ტარტის ფორმა ღუმელში 170 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთით
 შიგთავსი: მოათავსეთ ლიმონის წვენი, ცედრა და წყალი სოუსის ქვაბში, დაამატეთ სიმინდის სახამებელი, სანამ არ შესქელდება, შეურიეთ შაქარი და კვერცხის გულები.დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და  ურიეთ სანამ არ შეთბება. დაუმატეთ "ლურპაკის"კარაქი და მიიყვანეთ დუღილამდე, ურიეთ უწყვეტად სანამ არ შესქელდება. ჩაასხით მიღებული მასა შეგრილებულ ტარტში და გააციეთ
 მერინგა:  4 კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამყარებამდე, დაუმატეთ შაქარი, შაქრის გახსნის შემდეგ კი სიმინდის სახამებელი. მოათავსეთ მერინგა ტარტზე და აცხვეთ გახურებულ ღუმელში 10 წუთით სანამ არ მიიღებს ოქროსფერს

მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი

შეფასების დატოვება

ლიმონის ტარტი

ლიმონის ტარტი

შეფასების დატოვება

მსგავსი კერძები

სიახლეების მიღება

Tellus aodio consequat seo.