60
მარტივი
This product is no longer in stock
Warning: Last items in stock!
Availability date:
კრუასანი
ადრესატი :
* აუცილებელი ველი
ან გაუქმება
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
პატარა ჭიქაში ჩაყარეთ საფუარი, დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი. გააჩერეთ 3 - 5 წუთის განმავლობაში.
მანამდე, ჯამში კარგად აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი. დაამატეთ ფქვილის მასას წყალში გახსნილი საფუარი და იმდენი თბილი წყალი, რაც საჭირო იქნება ცომის შესაკრავად. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური - ოდნავ უნდა გეკრობოდეთ ხელებზე.
ცომი გადმოიღეთ მშრალ, სუფთა ზედაპირზე და ზილეთ 10 წუთის განმავლობაში. გადაახვიეთ ცომს ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში 1 საათით.
გამოიღეთ კარაქი მაცივრიდან და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ცომი მაცივარში “მზადდება.” 1 საათის შემდეგ, გამოიღეთ ცომი და გააბრტყელეთ დაახლოებით 50x60 სმ-ის ფართობზე, რაც შეიძლება თხელ ფენად.
დააფინეთ ცელოფანი მშრალ, სუფთა დაფაზე, ზედ დადეთ კარაქი, ზემოდან დააფარეთ მეორე ცელოფანი. გააბრტყელეთ კარაქი ცომის საბრტყელებელით, გაბრტყელებული ცომის 1/3 ფართობზე. შემდეგ აიღეთ ცელოფნის პარკი და ქვედა ცელოფანი (რომელზეც კარაქი დარჩა), ფრთხილად წამოაპირქვავეთ გაბრტყელებული ცომის შუაგულში. შემდეგ გადმოკეცეთ გვერდები (ჯერ მარჯვნიდან და მარცხნიდან, შემდეგ ზემოდან და ქვემოდან). შემდეგ ერთხელ კიდევ გადაკეცეთ ცომი, გადააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში 1 საათით.
1 საათის შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ ისევ რაც შეიძლება თხელ ფენად, შემდეგ გადაკეცეთ იგივენაირად, როგორც ზემოთ არის მოცემული, თუმცა კარაქს აღარ ვამატებთ. შედგით მაცივარში ისევ 1 საათით. იგივე გაიმეორეთ კიდევ მინიმუმ 2-ჯერ, თუ დრო გექნებათ და 4-ჯერ გააკეთებთ კიდევ, უფრო კარგი იქნება.
შედგით ცომი მაცივარში და გააჩერეთ 5-8 საათის განმავლობაში.
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ ფენად. ქაღალდით გამოჭერით თქვენთვის სასურველი ზომის მართკუთხედი (მოცემულ რეცეპტში გამოყენებულია 15 x 27 სმ-ის მართკუთხედი. შემდეგ დაჭერით ცომი მოცემული მართკუთხედის ზომებად დანით, ან პიცის საჭრელით. თითოეული მართკუთხედი დიაგონალზე გაჭერით და მიიღებთ 2 სამკუთხედს.
გამოსაცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. გადაახვიეთ კრუასანი სამკუთხედის ძირიდან წვერისკენ და დადეთ საცხობ დაფაზე. კრუასანს გვერდები ოდნავ მოუხარეთ, რომ კრუასანიც ოდნავ რკალისებური გახდეს. გადახვევის დროს შეგიძლიათ ჩააყოლოთ კრუასანს შოკოლადის ჯოხები/ფილის ნატეხები. კრუასანი დაფაზე გააჩერეთ 1 -1.5 საათით - კრუასანი ფორმაში საგრძნობლად გაიზრდება, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დაფაზე დაწყობის დროს კრუასანებს შორის საკმაოდ მანძილი დატოვოთ.
გაახურეთ ღუმელი 200 C - მდე.
პატარა ჯამში გათქვიფეთ კვერცხის გული, გაურიეთ 3-4 ს.კ. წყალი და კარგად მოურიეთ. მიიღებთ თხევად მასას. ფუნჯით გადაუსვით თხევადი მასა კრუასანებს.
შედგით კრუასანი ღუმელში გამოსაცხობად. ცხობის დროს, კრუასანები კიდევ უფრო გადიდდება. გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში - როდესაც კრუასანი კარგად დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ გააგრილეთ და მიართვით თბილი.
მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი