20
მარტივი
This product is no longer in stock
Warning: Last items in stock!
Availability date:
ბრუსკეტა ყველით
ადრესატი :
* აუცილებელი ველი
ან გაუქმება
პურის ნაჭერი - 4-5 ც.
კარაქი - სულ ცოტა, პურის ნაჭრებზე გადასასმელად (არ არის სავალდებულო)
ყველი - სულგუნი, მოცარელა ან ჭყინტი/ნაკლებად მარილიანი იმერული - 100-130 გრ.
ნიორი - 1 კბილი
პამიდორი - 1 ც. მოზრდილი ზომის
მწვანე ხახვი (მწვანე ნაწილი მხოლოდ) - 1 ც. ღერი
ქინძი - დაჭრილი რომ გამოვიდეს დაახლ. 2 ს.კ.
ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ.
ორეგანო - 1/4 ჩ.კ.
ბაზილიკი - 1/4 ჩ.კ.
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
ბრუსკეტა (ზოგჯერ ბრუშეტასაც უწოდებენ) ძალზედ გემრიელი და ადვილად მოსამზადებელია და როგორც წესი, სადილამდე მიირთმევენ, თუმცა თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვად საუზმეზეც. როგორც ყველა სხვა კერძს იტალიურ სამზარეულოში, ბრუსკეტასაც ბევრი სახეობისას შეხვდებით. დღეს ერთ-ერთს გაგიზიარებთ.
გაახურეთ ღუმელი 200C-მდე
გაჭერით ნიორის კბილი შუაზე და წაუსვით პურის ნაჭრებს. თუ გსურთ, რომ ბრუსკეტა უფრო ნოყიერი გამოვიდეს, პურის ნაჭრებს ცოტა კარაქიც გადაუსვით. გახეხეთ ან ხელით დაანაწევრეთ ყველი და ზემოდან მოაყარეთ პურის ნაჭრებს. შედგით პურის ნაჭრები ღუმელში, ან საცხობ დაფაზე, ან თუ ბადეზე დადებთ, დააფინეთ ფოლგა ან საცხობი ქაღალდი, ყოველი შემთხვევისთვის. პურის ნაჭრები გააჩერეთ ღუმელში დაახლოებით 5-8 წუთი (დამოკიდებულია პურის სახეობასა და სისქეზე - ყველი კარგად უნდა გადნეს და პური ოდნავ გაიხუხოს, ძალიან არ უნდა გამოაშროთ).
ამასობაში, პატარა ჯამში ერთად აურიეთ დაჭრილი პამიდორი, მწვანე ხახვი, ლიმონის წვენი, დაჭრილი ქინძი, ორეგანო, ბაზილიკი, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ჯამში 5-8 წუთი (სანამ პური გაიხუხება), რომ კარგად გაუჯდეს ყველა ინგრედიენტის გემო.
როდესაც პური გამზადდება, გამოიღეთ ღუმელიდან, ზემოდან მოაწყვეთ პამიდორის მასა და ისე მიართვით სუფრასთან.
მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი