ახალი აჭარული ხაჭაპური View larger

აჭარული ხაჭაპური

60

საშუალო

ფავორიტებში დამატება

ინგრედიენტები: 

ცომისთვის: 

  • ფქვილი – 200 გ
  • რძე ან წყალი – 90 მლ
  • საფუარი – 5 გ
  • შაქარი – 2 გ
  • მარილი – 5 გ
  • კვერცხი – 1 ცალი

გულსართისთვის:

  • იმერული ყველი (ნაკლებად მარილიანი ) – 200 გ
  • სულგუნი – 50 გ
  • რძე – 10 მლ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • კარაქი – 20 გ

მომზადების წესი:

  1. თბილ რძეში ან წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. ცალკე თასში ფქვილს მარილი და კვერცხის გული დაამატეთ, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ ცომი. უკვე მოზელილი ცომი ხელახლა გადაზილეთ ზეთში დასველებული ხელით, ჩადეთ ღრმა თასში და ზემოდან მშრალი ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ და აცადეთ ცომს, რომ კარგად აფუვდეს.
  2. გულსართისთვის გახეხეთ სულგუნი და იმერული ყველი. დაამატეთ 1 სურფის კოვზი რძე და აურიეთ. აფუებული ცომიდან აიღეთ 250 – 300 გრამიანი გუნდა, თანაბრად გააბრტყელეთ 2-3 სმ სისქემდე. მიეცით მოგრძო ფორმა. მოაყარეთ ყველი, ისე რომ ირგვლივ დარჩეს ცომის 3 სმ-იანი ცარიელი არე. შემდეგ ნაპირები შეკარით. უნდა მიიღოთ ცომის ნავისებური ფორმა, რომლის შუაში ყველი უნდა ჩანდეს.
  3. ხაჭაპური შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 230 გრადუსზე. კარგად რომ დაიბრაწება, გამოიღეთ, დაამატეთ კვერცხის გული და 2-3 წუთით ისევ შეაბრუნეთ ღუმელში. მომზადებულ ხაჭაპურს დაადეთ კარაქის ნაჭერი (კვერცხი და კარაქი დაამატეთ გემოვნებით)

მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი

შეფასების დატოვება

აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური

შეფასების დატოვება

მსგავსი კერძები

სიახლეების მიღება

Tellus aodio consequat seo.