30
მარტივი
This product is no longer in stock
Warning: Last items in stock!
Availability date:
ბოლონეზე
ადრესატი :
* აუცილებელი ველი
ან გაუქმება
ინგრედიენტები:
• მაკარონი (სპაგეტი)
• ხახვი – 1 ც,
• ნიორი – 2 კბილი
• გატარებული ხორცი (ფარში) – 500 გრ
• პომიდორი – 2ც.
• ხამანწკების სოუსი – 2 ს/კ
• ორეგანო – 2 ჩ/კ
• ყველი პარმეზანი
• ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი: დავჭრათ ხახვი, ცხელ ტაფაზე დავასხათ მცირეოდენი ზეთი და დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, მოვთუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში. დავამატოთ ორი კბილი წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი და ვურიოთ ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ 500 გრ. გატარებული ხორცი და ისიც ხახვთან და
ნიორთან ერთად 5-7 წუთის განმავლობაში მოვთუშოთ. დავამატოთ ორი დაჭრილი პომიდორი, ავურიოთ და კიდევ დავამატოთ ორი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ორი სუფრის კოვზი უშტესირის სოუსი და 2 ჩაის კოვზი ორეგანო. 3-4 წუთის განმავლობაში ვურიოთ ქვაბში არსებული პასტის სოუსი, რომ კარგად მოითუშოს. პარალელურად მოვხარშოთ მაკარონი (სპაგეტი). კარგად მოხარშული სპაგეტი მოვათავსოთ თეფშზე და მოვასხათ პასტა სოუსი. შეგიძლიათ მომზადებულ კერძს მოაყაროთ გახეხილი ყველი პარმეზანი.
მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი