20
მარტივი
This product is no longer in stock
Warning: Last items in stock!
Availability date:
ცეზარი
ადრესატი :
* აუცილებელი ველი
ან გაუქმება
სალათი "ცეზარი" წარმოშობით ფრანგულია.
დაგჭირდებათ:
100-200 გრამი პური ან უკვე მომზადებული "სუხარი"
2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
2-3 კონა სალათის ფურცელი
1-2 ცალი ლიმონის წვენი
100 გრამი ყველი პარმეზანი (ან რბილი სულგუნი)
4 ცალი ქათმის ფილე
ცოტა მაიონეზი
3-4 ცალი პომიდორი (უმჯობესია პომიდორი "ჩერი")
2-3 კბილი ნიორი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
თუ მარტივად გინდათ მოამზადოთ, უკვე მომზადებული გახუხული პური იყიდეთ (ე.წ. სუხარი) და ის დაჭერით. თუ არა და, კუბებად დაჭერით პური. წინასწარ საცხობ ლანგარზე ან ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და შემდეგ მასზე მოათავსეთ პურები. ან ტაფაზე გახუხეთ ცოტა ხანს ან ღუმელში გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთით. თან ანჯღრიეთ, რომ თანაბრად მოედოს ზეთისა და ნივრის არომატი.
ქათმის ფილე შეგიძლიათ მოხარშოთ და მერე ოდნავ დაბრაწოთ, ან შეკაზმოთ მარილით და წიწაკით - დააბასტურმოთ და შემდეგ შეწვათ ტაფაზე.
სასალათეში მოათავსეთ დაფლეთილი სალათის ფურცლები, დაუმატეთ გაციებული გახუხული პურები, გაციებული და გრძლად დაჭრილი ქათმის ფილე. დაუმატეთ ოთხად დაჭრილი პომიდორი, ამ თუ "ჩერი" გაქვთ, ის პირდაპირ შუაზე გაჭერით და ისე მოაყარეთ. ზოგიერთი მოხარშულ კვერცხსაც უმატებს, ეს თქვენი გემოვნებით დაამატეთ. ასევე
მოახეხეთ ყველი პარმეზანი
შემდეგ მოამზადეთ სოუსი. შეგიძლიათ ცოტა მაიონეზს, დაახლოებით 80-100 გრამს, დაუმატოთ ლიმონის წვენი, დაჭყლეტილი ნიორი და ცოტა გახეხილი ყველი და ერთად დააბლენდეროთ. შემდეგ ეს სოუსი მოასხათ სალათს.
ან მაიონეზის გარეშე, სულ თვითონ მოამზადოთ სოუსი მდოგვით, ლიმონის წვენით, გახეხილი ყველით, ორი ცალი ათქვეფილი კვერცხით და ნივრით, რომლებსაც ერთად დააბლენდერებთ. შეგიძლიათ, ცოტა აჯიკა ან სვანური მარილიც დაამატოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი გამოვა.
შეგიძლიათ, სოუსი ცალკე მოათავსოთ თასში და გვერდით დაუდგათ სალათს, ან სუფრაზე მიტანის წინ მოასხათ.
ძალიან გემრიელი
ძალიან ადვილი და გემრიელია