60
მარტივი
This product is no longer in stock
Warning: Last items in stock!
Availability date:
ფოკაჩა
ადრესატი :
* აუცილებელი ველი
ან გაუქმება
500 გ ფქვილი
½ ჩ.კ მარილი
11 გ მომენტალური მშრალი საფუარი
2 ჩ.კ შაქარი
300 გ წყალი
5 ს.კ ზეითუნის ზეთი
200 გ პომიდორი ჩერი
3 გ ახალდაფქული პილპილი
მწიკვი მარილი
4 ს.კ ზეითუნის ზეთი ყალიბისთვის
ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, მარილი, საფუარი, შაქარი, ამოურიეთ და დაუმატეთ თბილი წყალი და ზეთი. Მოზილეთ ცომი, ვიდრე ელასტიკურ, რბილ გუნდას არ მიიღებთ.
ჯამს წაუსვით ზეთი, ჩადეთ ცომი და გადაუსვით კიდევ ცოტა ზეთი. ჯამს ჰერმეტულად შეამოახვიეთ გრინი და დადგით თბილ ადგილას ფერმენტაციისთვის, დაახლოებით 1-2 საათი. ცომის მოცულობა უნდა გაორმაგდეს.
გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე. თუჯის ტაფას ან ნებისმიერ ყალიბს წაუსვით ზეთი, გადმოიტანეთ აფუებული ცომი ისე, რომ არ გადაზილოთ. ცომს დაასხით ზეთი და თითებით გაიყვანეთ კიდეებისკენ, ეცადეთ ბუშტები არ ჩაიფუშოს. დააწყვეთ პომიდვრები და ოდნავ ჩატკეპნეთ. Მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. გამოაცხვეთ 30-40 წუთი ან ვიდრე ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება.
მომხმარებელს ჯერ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი